მაკა თავამაიშვილი – დაიბადა 1976 წლის 26 ივლისს ქ. თბილისში. სკოლაში სწავლის პარალელურად მუსიკალურ განათლებას ღებულობდა თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში – ,,ნიჭიერთა ათწლედი,,.
ბავშვობის პერიოდში გამოირჩეოდა მუსიკალური ნიჭით და არტისტული მონაცემებით, ასევე საოცარი მიდრეკილებით ხატვისადმი. ნახატები სრულდებოდა ფანქაში, აკვარელში, პასტელში, ტუშში...
1994–1999 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში – ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე – პროფესიით ხელოვნებათმცოდნე.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაიწყო მუშაობა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში და ჰქონდა საავტორო გადაცემა ,,ყველაფერი კინოს შესახებ,,. ხშირად მოგზაურობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ესპანეთში.
ესპანურმა კულტურამ, განსაკუთრებით მხატვრობამ დიდი ზეგავლენა მოახდინა მასზე, სწორედ ამიტომ მის ნამუშევრებში ძალიან ბევრი პერსონაჟი ატარებს ესპანურ იერს.
მისი სიტყვებიდან სჩანს , რომ ესპანეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც ისევ ააღებინა ხელში ფუნჯი, რათა შეექმნა ეს ნამუშევრები.
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით მას ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი, შინაგანი ენერგეტიკა მოსვენებას არ აძლევს და ღამე საყვარელი მუსიკალური თემების ქვეშ   ქმნის თავის ნამუშევრებს.


პერსონალური გამოფენები:
 2009 წ. – გალერეა ,,მუზა,,
 2011 წ. – ,,TBC,, გალერეა

Copyright © 2012 MT GALLERY